Guns N' Roses-ი საქართველოში კონცერტს გამართავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა "ბლექ სი არენამ" დღეს, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში როკ ბენდის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.
როგორც ცნობილი ხდება, კონცერტი შეკვეთილში 2025 წლის 30 მაისს არის დაგეგმილი. უფრო ზუსტად, "ბლექ სი არენას" ცნობით, კონცერტი"ციცინათელას" გასართობის პარკის ტერიტორიაზე გაიმართება.
ცნობისთვის, "ბლექ სი არენამ" ჯერ კიდევ 2024 წლის 23 ნოემბერს დაანონსა, რომ 2025 წლის 30 მაისს სწორედ "ციცინათელა" უმასპინძლებდა ღონისძიებას, თუმცა, არ დაუკონკრეტებიათ თუ ვისი კონცერტი გაიმართებოდა.