ხვალ იქნება თავისუფალი ბიზნესების პლატფორმის შეკრება - გიორგი ჩუგოშვილი

ხვალ იქნება თავისუფალი ბიზნესების პლატფორმის შეკრება, - ამის შესახებ ინფორმაციას FreeBusiness-ის პლატფორის დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი ავრცელებს.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ბიზნესების განხილვის თემა იქნება არსებული სიტუაციის გავლენა ეკონომიკაზე.

„ხვალ 17:00-ზე იქნება თავისუფალი ბიზნესების პლატფორმის ფიზიკური შეკრება. განხილვის თემა იქნება არსებული სიტუაციის გავლენა ეკონომიკაზე. FreeBusiness-ის პლატფორმაზე ყველა ხელმომწერ კომპანიას გავუგზავნეთ სარეგისტრაციო ბმული. აღსანიშნავია, რომ ხელმომწერების გადაწყვეტილებით, იმ ბიზნესებსაც ვიწვევთ, ვინც არ შემოერთებია განცხადებას.

თუ რომელიმე ხელმომწერს არ მისვლია შეტყობინება ან ხართ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც არ არის ხელმომწერი და გსურთ დასწრება, გთხოვთ, მიწერეთ თავისუფალი ბიზნესების პლატფორმის გვერდს და დაგარეგისტრირებთ,“ - აცხადებს ჩუგოშვილი.