როგორ აიმაღლოთ თვითშეფასება

ნაკლები თვითშეფასება და საკუთარ თავის რწმენის დაკარგვა ადამიანებს ხელს უშლის კარიერულ წინსვლაში, კონტაქტების დამყარებაში, საკუთარი თავის რეალიზებაში და პრობლემების მოგვარებაში. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად კი, პირველ რიგში, თვითშეფასება უნდა აიმაღლოთ.

ნაბიჯი პირველი

იმისათვის, რომ თვითშეფასება აიმაღლოთ, პირველ რიგში, გადაწყვიტეთ, რა არის თქვენთვის ყველაზე ფასეული და როგორი ცხოვრებით გინდათ იცხოვროთ. შეაფასეთ თქვენი გეგმები და განიხილეთ ისინი დღესვე.

ნაბიჯი მეორე

იმისათვის, რომ საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ, დაივიწყეთ და აპატიეთ თქვენს თავს წარსული შეცდომები. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წარსულისგან სულ უნდა გათავისუფლდეთ, მაგრამ ნუ მისცემთ მას უფლებას თქვენზე იბატონოს, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელისშემშლელია თქვენი წარმატებისთვის. გაათავისუფლეთ რაც შეიძლება მეტი ადგილი სასიამოვნო მოგონებებისთვის.

ნაბიჯი მესამე

წარუმატებლობის მიზეზი საკუთრ თავში ეძიეთ და არა - სხვებში. მუდმივად სხვების დადანაშაულება, სხვებზე დამოკიდებულს გხდით. წარმატებული ადამიანი კი თავად განკარგავს საკუთარ ცხოვრებას და ყოველთვის პოულობს გამოსავალს ნებისმიერი პრობლემიდან.

ნაბიჯი მეოთხე

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მოვლენა შეიძლება სხვადასხვანაირად შეაფასოთ. თუ სირთულეებს მართლაც სხვადასხვა პოზიციიდან შეხედავთ, აუცილებლად ისწავლით მათზე მშვიდად რეაგირებას და ადამიანებისადმი მოთმინებას, რითაც კიდევ უფრო გაზრდით საკუთარ თვითშეფასებას.

ნაბიჯი მეხუთე

ნურასდროს ილაპარაკებთ საკუთარ თავზე უარყოფითად. ნუ უწოდებთ თქვენს თავს ბრიყვს, მოუხერხებელს, უბედურს. ამით ერთგვარ სტერეოტიპს შექმნით საკუთარ თავზე, რაც ნამდვილად არ არის სასურველი.

ნაბიჯი მეექვსე

გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ მარცხი გამარჯვებაა. მარცხის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ საჭირო დასკვნები გამოიტანოთ, რომ მიზნები, რომელსაც ისახავდით, შეცდომა იყო და არ ღირდა ამდენ ძალისხმევად.

ნაბიჯი მეშვიდე

დროდადრო საკუთარ თავს მოდუნების საშუალება მიეცით. ზოგჯერ საკუთარ თავთან მარტო დარჩით და დაკავდით იმით, რისი გაკეთებაც დიდი ხანია, გინდოდათ. ეს ყველაფერი საკუთარი თავის უკეთ შეცნობის საშუალებას მოგცემთ.