დღეს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში ვიზიტს გამართავს - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა ეკონომიკური ურთიერთობები აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანს.
2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყნებს შორის 1.180 მლრდ აშშ დოლარის ვაჭრობა შედგა, რაც მცირედით ჩამორჩება წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 11 თვეში საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა 1.371 მლრდ აშშ დოლარი იყო.
სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის იანვარ- ნოემბერში საქართველოდან აზერბაიჯანში 664.367 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, წინა წლის იგივე პერიოდში 787.832 მლნ აშშ დოლარის, შესაბამისად, კლებამ 16% შეადგინა.
რაც შეეხება იმპორტს, საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანიდან საქართველოში 515.736 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, წინ წლის 11 თვეში 583,475 მლნ აშშ დოლარის.
ამასთან, გასულ წელს იანვარ-ნოემბერში მთავარი იმპორტირებული პროდუქტები იყო:
ხოლო ექსპორტირებული:
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, აზერბაიჯანიდან ვიზიტორების რაოდენობა 2024 წელს, წინა წელთან შედარებით 9.8%-ით გაიზარდა და 219 356 ვიზიტორი შეადგინა.
რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წლის დეკემბერში, აზერბაიჯანიდან ფულადმა ჩარიცხვებმა 3.889 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რითაც საქართველოში გადმორიცხვებით მე-13 ადგილს იკავებს.
ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 12.134 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.5 მლნ ლარით ნაკლების წინა კვარტლის მაჩვენებელზე. 2024 წლის მეორე კვარტალში აზერბაიჯანმა ინვესტიციების სახით საქართველოში 23.650 მლნ აშშ დოლარი ჩადო.