მსოფლიოში ყველაზე უცნაური ავტომობილები - როგორ გამოიყურება “ცისარტყელას შეიხის“ კოლექცია

შეიხ ჰამად ბინ ჰამდან ალ ნაჰიანი არ არის ჩვეულებრივი მილიარდერი. “ცისარტყელას შეიხის“ სახელით ცნობილი, არაბთა გაერთიანებული საემიროების სამეფო ოჯახის წევრი, მსოფლიოში ყველაზე უცნაური ავტომობილების კოლექციას ფლობს.

ისინი მუზეუმში არიან გამოფენილი.

წარმოგიდგენთ დიდი კოლექციის რამდენიმე მოდელს:

გიგანტური Land Rover

საემიროების ეროვნული ავტო მუზეუმი მდებარეობს პირამიდის ფორმის შენობაში, რომელიც დაახლოებით ერთი საათის მანძილზეა დაშორებული აბუ-დაბის ცენტრიდან.

ქალაქიდან გასვლის შემდეგ, იქ მისვლისას Land Rover Series 3-ის გიგანტურ ასლს დაინახავთ.

car-1737117147.jpg

Mercedes-Benz W116 მონსტრი სატვირთო

„ცისარტყელას“ შეიხს აქვს ადგილი უცნაური, ბუნდოვანი და დაუფასებელი მანქანებისთვის.

მუზეუმის წინ ურჩხული სატვირთო Mercedes-Benz W116 მანქანა დგას.

car1-1737117204.jpg

Mercedes-Benz 500 SEL

ამ Mercedes-Benz W126-ში ინტერიერი ემთხვევა ექსტერიერს; წინა მხარე არის ნარინჯისფერი, წინა სავარძლები ყვითელი, უკანა სავარძლები მწვანე და თარო ლურჯი.

car2-1737117255.jpg

Mercedes-Benz 500 SELs

შეიხმა მისი ქორწილისთვის შვიდი ახალი Mercedes-Benz W126 შეუკვეთა და სთხოვა, რომ თითოეული მათგანი ცისარტყელას ერთ-ერთ ფერში შეეღებათ.

ფერის გარდა, შვიდივე მანქანა იდენტურია. ყველა მათგანი არის V8-ზე მომუშავე 500 SEL მოდელი, დამზადებულია 1983 წელს.

Fiat 500

ამ Fiat 500-ის სტიკერები მიუთითებს, რომ მან თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი იტალიურ ქალაქ ტრევიზოში გაატარა.

ის თავდაპირველად ნარინჯისფერი იყო, თუმცა კოლექციისთვის სახე იცვალა.

car3-1737117323.jpg

Datsun 280ZX

მუზეუმში არის რამდენიმე იაპონური სპორტული მანქანა, მათ შორის, ეს კარგად შემონახული Datsun 280ZX.

car4-1737117370.jpg

Dodge Power Wagon

შეიხის მუზეუმში დიდი ადგილი უკავია სატვირთო მანქანებსა და ჯიპებს.

ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია Dodge Power Wagon-ის გიგანტური მოდელი.

მაქანა ფუნქციურია და გადაადგილება შეუძლია.

car5-1737117426.jpg

წყარო: Autocar

თეონა რამაზაშვილი