„ლარის მეტ გაუფასურებას არ ველოდები, ეროვნული ბანკი ისეთი მოწოდების სიმაღლეზეა, როგორც არასდროს" - ეკონომისტი ოთარ ანგურიძე

„ლარის მეტად გაუფასურებას არ ველოდები“, - ამის შესახებ ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში განაცხადა.

„დღეს რა სურათიც გვაქვს და იმით, რაც ბოლო 4-5 თვეში ვნახეთ, დავრწმუნდით იმაში, რომ ეროვნული ბანკი ისეთი მოწოდების სიმაღლეზეა, როგორზეც მანამდე არ ყოფილა.

ვგულისხმობ, იმას რომ როდესაც ლარი კურსი უფასურდება არა მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, არამედ აჟიოტაჟური ან ცრუ მოლოდინების შექმნის საფუძველზე, ეროვნული ბანკი ბაზარზე მყისიერად ერევა და იჭერს იმ წონასწორულ ნიშანს, რომელიც ბუნებრივ მოცემულობაში უნდა იყოს.

ლარის მეტ გაუფასურებას არ ველოდები, ერთის მხრივ, როგორც ვთქვით, ეროვნული ბანკის სიძლიერიდან გამომდინარე და მეორეს მხრივ, ეკონომიკის მოსალოდნელი გაუმჯობესების, გაჯანსაღების პირობების გათვალისწინებით,“ - განაცხადა ანგურიძემ.