საქართველოში კარტოფილის იმპორტი 71%-ით შემცირდა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში იმპორტირებული 5.99 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 21 254 ტონა კარტოფილი, ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში 1.96 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 6 105 ტონა.
2023 წელს 1 კგ. კარტოფილის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 28 ცენტს, ხოლო 2024 წელს 32 ცენტს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარტოფილის იმპორტი საქართველოს 14%-ით გაუძვირდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში კარტოფილი ძირითადად რუსეთიდან და სომხეთიდან შემოდის. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის საანგარიშო პერიოდში რუსეთის წილი კარტოფილის იმპორტში 29%-ს, ხოლო სომხეთის წილი 27%-ს შეადგენდა.
ამავე პერიოდში 402%-ით არის გაზრდილია ქართული კარტოფილის ექსპორტი. 2023 წლის 11 თვეში ექსპორტზე გავიდა 1.28 მილიონი აშშ დოლარის 4 723 ტონა კარტოფილი, ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში 5.43 მილიონი აშშ დოლარის 23 752 ტონა.
2023 წელს 1 კგ ქართული კარტოფილის საშუალო საექსპორტო ფასი 27 ცენტი იყო, 2024 წელს კი 23 ცენტამდე შემცირდა. მონაცემების თანახმად ღირებულება გადასახადების გარეშე თითქმის 15%-ით არის შემცირებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული კარტოფილის რეალიზაციის ძირითადი ბაზარი აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა და სომხეთია. კერძოდ, ამ მიმართულებით ექსპორტირებული კარტოფილის მოცულობა ასეთია: