საქართველოში ლობიოს იმპორტი 2.5%-ით გაიზარდა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 3.47 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 6 443 ტონა ლობიო იყიდა, 2024 წლის იმავე პერიოდში კი 5.87 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 6 607 ტონა.
მონაცემების თანახმად, 2023 წელს 1 კგ. ლობიოს საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 54 ცენტი, 2024 წელს კი 89 ცენტი იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ლობიოს იმპორტი 65%-ით გაუძვირდა.
ქვეყანაში ლობიოს უდიდესი ნაწილის იმპორტო უზბეკეთიდან ხორციელდება. მაგალითად, 2024 წლის 11 თვეში უზბეკეთიდან შემოვიდა 5 994 ტონა ლობიო, რომლის ღირებულებამაც 5.33 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. უზბეკეთს რეიტინგში მოსდევს ყირგიზეთი, რომლისგანაც საქართველომ 498 ტონა ლობიო 317 ათას დოლარად იყიდა. დანარჩენი ქვეყნების წილი იმპორტში მცირე იყო.
რაც შეეხება ქართული ლობიოს ექსპორტს, მონაცემები მინიმალურია. მაგალითად, 2023 წლის 11 თვეში ექსპორტზე გავიდა 29 ათასი დოლარის ღირებულების 29 ტონა ქართული ლობიო, ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში 14 560 აშშ დოლარის 14.56 ტონა.
შენიშვნა: საქართველოში იმპორტზე ძირითადად თეთრმარცვალა ლობიო შემოდის, ექსპორტზე კი წითელმარცვალა გადის. ზემოთ აღნიშნული მონაცემები დათვლილია სწორედ ამ ტიპის პროდუქციისთვის.