პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ ჯაველიძემ სამსახური დატოვა. ამის შესახებ ჯაველიძე სოციალურ ქსელში წერს.
„9 წლის შემდეგ ვტოვებ საჯარო სამსახურს. ბევრი გამოწვევა გავიარე ჩემს გუნდთან და ღირსეულ ხალხთან ერთად. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, დღეს სხვანაირად აღარ წარმომიდგენია“, - წერს არჩილ ჯაველიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, არჩილ ჯაველიძე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იმ თანამშრომელთა შორის იყო, ვინც 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე აჩერებენ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკების პროცესს, საჯარო განცხადებით გამოეხმაურნენ. განცხადების ხელმომწერები აცხადებდნენ, რომ არჩეული ევროპული კურსის ცვლილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და შეუქცევად საფრთხეებს უქმნის სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებსა და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.