Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.8400 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8400 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8435 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 17 იანვრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.8412 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9276 ლარია.