ბიტკოინის ფასმა ყველა დროის ახალ რეკორდს მიაღწია - მიზეზი ტრამპია

ბიტკოინის ფასმა ყველა დროის ახალ მაჩვენებელს მიაღწია კრიპტო ბაზრის მღელვარების ფონზე, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ არის გამოწვეული.

მსოფლიოს წამყვანმა კრიპტოვალუტამ ორშაბათს დილით, ტრამპის თანამდებობაზე დანიშვნამდე რამდენიმე საათით ადრე, ისტორიაში პირველად 109 000 დოლარს გადააჭარბა. ამ დროისთვის ერთი ბიტკოინი 108 378 დოლარი ღირს (თბილისის დროით 15:00 საათზე).

ბიტკოინის ბოლო ფასის ზრდა ტრამპის, ასევე მისი მეუღლის მელანიას კრიპტოვალუტის გაშვებას მოჰყვა.

$TRUMP და $MELANIA ორივე შაბათ-კვირას გამოვიდა, ტრამპის მონეტამ 5 მილიარდ დოლარზე მეტ საბაზრო კაპიტალს მიაღწია.

მთლიანმა კრიპტო ბაზარი გასულ კვირას ნახევარ ტრილიონ დოლარზე მეტით გაიზარდა. ორშაბათს კი ახალ რეკორდულ მაჩვენებელს 3.75 ტრილიონს მიაღწია.

ტრამპი კრიპტო ინდუსტრიას დაჰპირდა, რომ პრეზიდენტის რანგში აშშ-ს „პლანეტის ბიტკოინის დედაქალაქად“ აქცევს.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ შექმნას სტრატეგიული ბიტკოინის რეზერვი, ეს შეიძლება იყოს მისი პირველი აღმასრულებელი ბრძანება თეთრ სახლში შესვლის შემდეგ.

მაგდა შენგელია