დანიაში ზედიზედ მესამე წელია არცერთი ბანკი არ გაუძარცვავთ

2024 წელს დანიაში ბანკის ძარცვის არცერთ შემთხვევა ზედიზედ მესამე წელია, არ დაფიქსირებულა.

ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

ბანკის მუშაკთა პროფკავშირის თანახმად, დანიელები სულ უფრო ხშირად იყენებენ საბანკო ბარათებსა და ონლაინ-გადახდებს, რაც ბანკებს მძარცველებისთვის ნაკლებად მიმზიდველს ხდის.

ჯერ კიდევ 2015 წელს დანიის მთავრობამ საცალო მოვაჭრეებსა და მომხმარებლებს შესთავაზა, უარი ეთქვათ ფულზე და ცხოვრების ყველა სფეროში მთლიანად უნაღდო ანგარიშსწორებაზე, კერძოდ, მობაილბანკინგსა და საბარათე ოპერაციებზე გადასულიყვნენ. ამასთან, დანიამ გადაწყვიტა, მთლიანად “უკუპიურო” პირველი ქვეყანა გამხდარიყო.

დანიაში, ასევე, პრაქტიკულად გაქრა ბანკომატების გატეხვის შემთხვევები და 2024 წელს მხოლოდ ერთი წარუმატებელი მცდელობა დაფიქსირდა.

საბანკო ასოციაციის, Finance Denmark-ის მონაცემებით, 2000 წელს დანიაში 221 ბანკის ძარცვა დაფიქსირდა. თუმცა ეს რიცხვი 2017 წლიდან სწრაფად მცირდებოდა და 2022 წელს ნულამდე დავიდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ