"საქსტატი": იანვარ-ივნისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის მაჩვენებელზე 13%-ით ნაკლებია

2015 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4761 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია. ამის შესახებ ნათქვამია "საქსტატის" წინასწარ მონაცემებში. აქედან, ექსპორტი 1082 მლნ აშშ დოლარი იყო (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3680 მლნ აშშ დოლარი (9 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ივნისში 2598 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.