საქართველოში სურსათის იმპორტის მეხუთედზე მეტი რუსეთზე მოდის - რას ვყიდულობთ ყველაზე დიდი რაოდენობით

საქართველოში საკვები პროდუქტების იმპორტის მეხუთედზე მეტი რუსეთზე მოდის. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-დეკემბერში ქვეყანამ 1.715 მლრდ დოლარის ღირებულებიც საკვები პროდუქტების და ცოცხალი ცხოველები შეიძინა, აქედან რუსეთში 410.7 მლნ დოლარის.

აღსანიშნავია, რომ როგორ სხვა წლებში, 2024-შიც საქართველომ რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ხორბალი იყიდა. ამასთან, ათეულში შედის - ფქვილი, საკონდიტრო ნაწარმი, ასევე ცოცხალი ღორები და ა.შ.

Top-10 საკვები პროდუქტი და ცოცხალი ცხოველები, რომელიც საქართველომ 2024 წელს რუსეთში იყიდა:

  • ხორბალი და მესლინი - 75.687 მლნ დოლარი
  • ღორები ცოცხალი - 32.9 მლნ დოლარი
  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 29.865 მლნ დოლარი
  • პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 25.755 მლნ დოლარი
  • ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - 19.742 მლნ დოლარი
  • პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, მდოგვი - 17.752 მლნ დოლარი
  • ფქვილი ხორბლის ან ხორბალ-ჭვავისა - 16.916 მლნ დოლარი
  • ალაოს ექსტრაქტი - 14.432 მლნ დოლარი
  • დამუშავებული მარცვლოვანების მარცვალი - 13.518 მლნ დოლარი
  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი - 12.818 მლნ დოლარი

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საკვები პროდუქტის ექსპორტის შეზღუდვის საკითხს განიხილავენ. მოსკოვში ამბობენ, რომ რუსეთის მთავრობა მზად არიან, სურსათის ექსპორტი შეზღუდონ, თუ სიტუაცია შიდა ბაზრის სტაბილურობის სასარგებლოდ არ განვითარდება. კონკრეტულად, რომელი პროდუქტის ექსპორტს შეეხება შეზღუდვა, ჯერ არ ასახელებენ.