Apple კვლავ მსოფლიოს ყველაზე ძვირი ბრენდია, რომლის საბაზრო ღირებულებამაც 574 მლრდ დოლარს მიაღწია.
ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია Brand Finance Global 500-ის ყოველწლიურ რეიტინგში წერია.
მსოფლიოს ხუთი ყველაზე ძვირადღირებული ბრენდიდან ოთხი ტექნოლოგიური კომპანიაა. კერძოდ, Apple-ის გარდა, ეს არის Microsoft (461.1 მლრდ დოლარი), Google (413 მლრდ დოლარი) და Amazon (356.4 მლრდ დოლარი).
2025 წლის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების ტოპ 10-ეული ასეთია:
- Apple (აშშ) - 574.510 მლრდ დოლარი
- Microsoft (აშშ) - 461.069 მლრდ
- Google (აშშ) – 412.981 მლრდ
- Amazon (აშშ) - 356.386 მლრდ
- Walmart (აშშ) – 137.183 მლრდ
- Samsung Group (ს.კორეა) – 110.593 მლრდ
- TikTok/Douyin (ჩინეთი) – 105.790 მლრდ
- Facebook (აშშ) – 91.457 მლრდ
- NVIDIA (აშშ) – 87.871 მლრდ
- State Grid Corporation of China (ჩინეთი) – 85.626 მლრდ
Brand Finance-მა ასევე, დაადგინა, თუ რომელი ბრენდის ღირებულება გაიზარდა ყველაზე მეტად 2020 წლის შემდეგ.
ბოლო წლებში ყველაზე მეტად გაძვირებული ბრენდების ტოპ 10-ეული ასეთია:
- TikTok/Douyin (ჩინეთი) - 2022 წლის 59 მილიარდიდან წელს 105.8 მლრდ დოლარამდე
- DraftKings (აშშ)- 18 მილიონიდან 5.1 მილიარდამდე
- FanDuel (აშშ)- 56 მილიონიდან 7 მილიარდამდე
- NVIDIA (აშშ) - 4.7 მილიარდიდან 87.9 მილიარდამდე
- AMD (აშშ) - 1.4 მილიარდიდან 11 მილიარდამდე
- Pinduoduo (ჩინეთი) - 2,5 მილიარდიდან 13 მილიარდამდე
- BYD (ჩინეთი) - 3.1 მილიარდიდან 14 მილიარდამდე
- Apple (აშშ) - 140.5 მილიარდიდან 574.5 მილიარდამდე
- TSMC (ტაივანი) - 8.6 მილიარდიდან 34.2 მილიარდამდე
- Microsoft (აშშ) - 117.1 მილიარდიდან 461.1 მილიარდამდე
Brand Finance-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელ დირექტორის, დევიდ ჰეიმის შეფასებით, 2020 წლის შემდეგ ბრენდების ზრდის ანალიზი აჩვენებს, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებს ბრენდების მდგრად ზრდაზე მონოპოლია არ აქვთ. მისი თქმით, კვლევა, ასევე, სხვა გლობალურ ტენდენციას ადასტურებს, რომ ჩინური ბრენდები, როგორიც TikTok, Pinduoduo და BYD-ია, ღირებულების შექმნითა და მყარად ლიდერი ბრენდების გამოწვევით პირველები არიან.
მსოფლიო ძვირადღირებული ბრენდების წილი ქვეყნების მიხედვით ასეთია:
- აშშ - 52,9%
- ჩინეთი - 15%
- გერმანია - 5,8%
- იაპონია - 5,1%
- საფრანგეთი - 4,4%
- დიდი ბრიტანეთი - 2,7%
- სამხრეთ კორეა - 2,6%
- ინდოეთი - 1,7%
- კანადა - 1,6%
- დანარჩენი სხვა - 8,1%
მოამზადა ლადო სულაბერიძემ