ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით შარშანდლის მსგავსად წელსაც 1.5 მლნ ტონა ნავთობს გადაქაჩავს

წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით 1.5 მლნ ტონა ყაზახური ნავთობი გადაიქაჩება.

ინფორმაციას “ინტერფაქს-ყაზახეთი” ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, უწყებაში აცხადებენ, რომ ბთჯ-ის მილსადენისთვის 2025 წლის გეგმა 2024 წლის დონეზე რჩება, როცა ყაზახური ნავთობის ტრანზიტი, ასევე, 1.5 მლნ ტონაზე იყო გათვლილი.

უფრო ადრე, 2023 წელს აქტაუს პორტიდან ბთჯ-ის სისტეაში 1 მლნ ტონაზე მეტი ყაზახური ნავთობი გაიგზავნა.

გასული წლის ბოლოს ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრ ალმასადამ სათკალიევმა განაცხადა, რომ ყაზახეთი ბთჯ-ის მარშრუტით ნავთობმიწოდების 1,5 მლნ ტონიდან 20 მლნ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს.

ცნობისთვის: 2022 წელს “ყაზმუნაიგაზმა” და აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-მა ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტზე წელიწადში 1.5 მლნ ტონა ნავთობის ტრანზიტს ითვალისწინებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ