საკრებულომ უეფა-ს სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოითხოვა

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარის ქეთევან ჯოხაძის განმარტებით, საკრებულომ უეფა-ს სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოითხოვა.

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარის ქეთევან ჯოხაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბილეთების შეძენას მაჟორიტარი დეპუტატები მათივე სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საკუთარი სახსრებით აპირებდნენ. "საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების ელექტრონულ გაყიდვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საკრებულომ ფეხბურთის ფედერაციას წერილობით მიმართა, თუმცა პასუხი მათგან დღემდე არ მიგვიღია. რაც შეეხება საკრებულოს დეპუტატებს, მათთვის ბილეთების გარკვეული რაოდენობა მსგავს მატჩებზე მთავრობისა და სახელმწიფო უწყებებისთვის განსაზღვრული ე.წ. "კორპორატიული ბილეთებიდან" გამოიყოფა", - განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.