სავარაუდო კიბერშეტევის გამო, ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს.
მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას კომპანიები - შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ, ხარვეზი ფიქსირდება და აუდიო ჩანაწერი ირთვება.
პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა. აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურება,“ - აღნიშნულია განცხადებაში.