ყავა არაბიკას ფასმა ყველა დროის მაღალ მაჩვენებლამდე მოიმატა, რაც ძლიერი მოთხოვნითა და ბრაზილიიდან დაბალი მიწოდებით არის გამოწვეული.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
კერძოდ, არაბიკას ფიუჩერსები 2.1%-ით გაიზარდა და ფუნტზე რეკორდულ 348.90 დოლარს მიაღწია.
დილერები აცხადებენ, რომ ბაზარი კვლავ ბრაზილიის მიწოდებაზე აქცენტირებს, რომელიც მსოფლიოში უდიდესი მწარმოებელია. ამასთან, ICE-ბირჟაზე არაბიკას სერტიფიცირებული მარაგი ისევ დაბალია.
რაც შეეხება რობუსტას, ამ ჯიშის ყავის ფასიც 1,3%-ით, ტონაზე 5,522 დოლარამდე გაიზარდა, რაც 10 დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამასთან, ბაზრის მონაწილეები ევროპაში, განსაკუთრებით, ბრაზილიურ ყავაზე ძლიერ სპოტურ მოთხოვნას აფიქსირებენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ