ოპეკ-ი:  2016 წელს ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (ოპეკ) პროგნოზის თანახმად, ნავთობის მსოფლიო ბაზარი მომავალ წელს უფრო დაბალანსებული იქნება.

ოპეკ-ის განცხადებით, ამის მთავარი მიზეზი ჩინეთში ნავთობის მოთხოვნის გაზრდა და ჩრდილოეთ ამერიკაში ფიქალის ნავთობის წარმოების შემცირება იქნება. "მსოფლიო ეკონომიკაში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში შექმნილი ვითარება, მომავალ წელს ხელს შეუწყობს ნავთობზე მოთხოვნის ზრდას", - ნათქვამია ოპეკ-ის ყოველთვიურ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, 2016 წელს ნავთობის მოხმარება დღეში 1,34 მილიონი ბარელით გაიზრდება. ოპეკ-ის ექსპერტთა განცხადებით, მიმდინარე წელს ნავთობის მოხმარება დღეში 1,28 მილიონ ბარელს შეადგენს.