დამსაქმებელი გიგანტები - სახელმწიფო კომპანიები მსოფლიოში, რომლებსაც ყველაზე მეტი თანამშრომელი ჰყავს

გლობალური ბრენდები და კომპანიები, გიგანტი დამსაქმებლებიც არიან. როგორც წესი, მათ ფილიალები მთელს მსოფლიოში აქვთ გახსნილი და ბიუჯეტშიც საკმაოდ დიდ კონტრიბუციას ეწევიან.

გარდა კომერციული სექტორისა, მსოფლიოში არის ბევრი სახელმწიფო კომპანია, რომელიც ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს. წარმოგიდგენთ მათ:

იტალია – Poste Italiane: თითქმის 120,000 თანამშრომელი

იტალიის სახელმწიფო კონტროლირებადი საფოსტო სერვისის პროვაიდერს, Poste Italiane -ს ჰყავს უფრო მეტი თანამშრომელი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას ქვეყანაში. მათი რაოდენობა 120 000 -ს აღწევს.

კანადა – კანადის ფედერალური მთავრობა: 367 772 თანამშრომელი

ქვეყნის ფედერალურ მთავრობას ჰყავს ყველაზე მეტი დასაქმებული ნებისმიერ ორგანიზაციას შორის, საერთო ჯამში 367 772 თანამშრომელი.

რუსეთი - რუსეთის რკინიგზა: 701 200 თანამშრომელი

რუსეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია ლიდერობს Forbes Russia-ის უახლეს სიაში ქვეყნის უმსხვილესი დამსაქმებლების შორის. ბოლო მონაცემებით რუსეთის რკინიგზას 701 200 თანამშრომელი ჰყავდა.

მეორე ადგილს იკავებს კიდევ ერთი სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“, 492 200 დასაქმებულით.

აშშ – აშშ-ის ფედერალური მთავრობა: 3 მილიონზე მეტი თანამშრომელი

ფედერალური მთავრობა ამერიკის ყველაზე დიდი დამსაქმებელია.

FRED-ის ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის ნოემბერში ფედერალური მთავრობის სახელფასო სიაში სამ მილიონზე მეტი ადამიანი იყო.

ჩინეთი - სახელმწიფო ქსელი: 1.7 მილიონზე მეტი თანამშრომელი

ჩინეთის მთავრობა უზარმაზარ კონტროლს ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკაზე, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ წამყვანი დამსაქმებელი სახელმწიფო კომპანიაა.

Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ელექტროგადამცემი ფირმა State Grid არის ნომერ პირველი დამსაქმებელი - 1 720 000 თანამშრომლით.

დიდი ბრიტანეთი - ჯანმრთელობის ეროვნული სამსახური (NHS): 1.5 მილიონი თანამშრომელი

ქვეყნის საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა NHS, დიდი ხანია არის წამყვანი დამსაქმებელი დიდ ბრიტანეთში.

უზარმაზარ ორგანიზაციას ჰყავს 1.5 მილიონი თანამშრომელი.

ინდოეთი - ინდოეთის რკინიგზა: 1.2 მილიონზე მეტი თანამშრომელი

ინდოეთის რკინიგზის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული “ინდოეთის რკინიგზა“, რომელსაც ხშირად „ერის მაშველი ხაზს“ უწოდებენ, მართავს აზიის უდიდეს სარკინიგზო ქსელს და ჰყავს 1.2 მილიონზე მეტი თანამშრომელი.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი