„ყველაზე დიდი დეპორტაცია ქვეყნის ისტორიაში“ - აშშ-დან არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია დაიწყო

დო­ნალდ ტრამ­პის ბრძა­ნე­ბა აშშ-დან არა­ლე­გა­ლი მიგ­რან­ტე­ბის დე­პორ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ უკვე ამოქ­მედ­და და მიგ­რან­ტე­ბის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი დე­პორ­ტა­ცია და­ი­წყო. მიგ­რან­ტთა 80-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი მექ­სი­კა­ში ბრუნ­დე­ბა.

გა­მო­ცე­მა Bild -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინა­უ­გუ­რა­ცი­ი­დან სულ რა­ღაც 4 დღის შემ­დეგ, ასო­ბით არა­ლე­გა­ლი მიგ­რან­ტი ქვეყ­ნი­დან სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბით გა­იყ­ვა­ნეს. გარ­და ამი­სა ასო­ბით ადა­მი­ა­ნი მექ­სი­კის სა­ზღვრი­დან უკან გა­აბ­რუ­ნეს.

მე­დი­ა­ში კი ვრცელ­დე­ბა სა­ზღვარ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი. ერთ-ერთ-მათ­გან­ზე ჩანს რო­გორ ტი­რის ქალი მას შემ­დეგ რაც შე­ი­ტყო, რომ სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თას ვე­ღარ შეძ­ლებ­და.

მა­ნამ­დე ტრამპმა მა­ნამ­დე გა­ნა­ცხა­და, რომ აპი­რებს “მი­ლი­ო­ნო­ბით არა­ლე­გა­ლი მიგ­რან­ტის“ გა­ძე­ვე­ბას.

"ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ და­ა­კა­ვა 538 კრი­მი­ნა­ლუ­რი ის­ტო­რი­ის მქო­ნე არა­ლე­გა­ლი მიგ­რან­ტი. მათ შო­რის, ტე­რო­რიზ­მში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, Tren de Aragua ბან­დის ოთხი წევ­რი. ეს ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდი მა­სობ­რი­ვი დე­პორ­ტა­ცი­აა“, - წერს თეთ­რი სახ­ლის პრეს-სპი­კე­რი ქე­რო­ლა­ინ ლე­ვი­ტი პლატ­ფორ­მა X-ზე.

NBC – ის ცნო­ბით, ფე­დე­რა­ლუ­რი აგენ­ტე­ბი წი­ნას­წარ არი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი არა­ლე­გა­ლე­ბის შე­სა­ხებ. განაგრძეთ კითხვა: