კაცხის სვეტი, ნორვეგიის შუქურა და სხვა ნაგებობები, რომელიც  მსოფლიოს ყველაზე იზოლირებულ ადგილებშია აშენებული (+ფოტო)

ყველა ზრდასრულს ერთხელ მაინც უოცნებია ისეთ ადგილას წასვლაზე, სადაც ცივილიზაცია შორს იქნება და მხოლოდ ბუნების ხმები თუ შეაწუხებს.

ასეთი ნაგებობები მართლაც არსებობს. თითქმის ყველა მათგანი ადრეულ წლებშია აშენებული და უნიკალური ისტორიაც აქვს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

იზოლირებული კოტეჯი, ახალი სამხრეთი უელსი - ავსტრალია

1,300 ჰექტარზე გაშენებული კოსციუშკოს ეროვნული პარკის ხეობაში მდებარე ეს იზოლირებული რეზიდენცია თანამედროვეობისგან სრულიად მოწყვეტილია.

მასთან ახლოს არის მდინარე თრედბო.

კოტეჯი აგებულია ბუნებრივი ნედლეულისგან, რაც გარემოსთან არის შერწყმული.

რაც შეეხება ინტერიერს, მას აქვს ლაუნჯი, სამზარეულო, აბაზანა და დიდი ზომის საძინებელი. ყველგან არის იატაკქვეშა გათბობა, ასევე ბუხარი.

ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ თევზაობით, თხილამურებით, სნოუბორდით, ველოსიპედით, ლაშქრობით და სხვ აქტივობებით.

saxli6-1737811224.jpg

იზოლირებული ალპური ქოხი - ზემო ავსტრია

თუ გირჩევნიათ იყოთ ავსტრიის მთებში, მაშინ ეს განმარტოებული ალპური ქოხი ნამდვილად მიმზიდველია.

ის ალპებში 1,200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. არა მხოლოდ იზოლირებულია, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ქოხად ითვლება.

ინტერიერი არის მყუდრო და ტრადიციული, თუმცა კომფორტი ნამდვილად დაგხვდებათ.

აქვს სასადილო ოთახი, მისაღები, სრულად აღჭურვილი სამზარეულო, ოთხი საძინებელი და ერთი აბაზანა.

saxli5-1737811174.jpg

უდაბნოს სახლი (La Casa del Desierto) - ესპანეთი

“უდაბნოს სახლი“აშენდა 2019 წელს და მდებარეობს უკიდურესად მოშორებულ გორაფეს უდაბნოში. კერძოდ, ესპანეთის ანდალუსიის რეგიონში.

ის თითქმის მთლიანად მინისგან არის დამზადებული. მინები ბლოკავს სითბოს 75%-ს და ამავე დროს ამცირებს ენერგიის დაკარგვას.

ქონება იკვებება სახურავზე დამონტაჟებული მზის პანელებით. წვიმის წყალი გროვდება, მიედინება ცისტერნაში და იფილტრება, რათა ის სასმელად ვარგისი იყოს.

სახლი შედგება სამი მოდულისგან - საძინებლის ადგილი, საშხაპე და დასასვენებელი ადგილი - ყველა მათგანი გამოირჩევა ელეგანტური მინიმალისტური დეკორით.

saxli4-1737811140.jpg

ლინგსტუვას შუქურა - ნორვეგია

ნორვეგიის უკიდურეს ჩრდილოეთში, ლინგსტუვას შუქურადან მოშორებით, მდებარე მიმზიდველი პაწაწინა სახლი სკანდინავიურ ქვეყანაში ყველაზე შორეულ შენობად ითვლება.

დინკის ქოხი აშენდა 1922 წელს, როგორც შუქურას მცველის თავშესაფარი.

თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ სახლში უსასყიდლოდ იმდენ ხანს, რამდენიც გსურთ. სალონი, კეთილმოწყობილია.

saxli3-1737811095.jpg

ბუფა დი პერეროს თავშესაფარი, მონტე კრისტალო - იტალია

ბრიტანული გაზეთის The Sun-ის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე მარტოსული სახლი არის ეს თავშესაფარი, რომელიც მთის ფერდობზეა აშენებული.

ზღვის დონიდან 2 743 მეტრის სიმაღლეზე მდებარე შენობა ბევრ ადამიანს იზიდავს.

ის აშენდა 1915 წელს..

დაამზადეს იტალიური არმიის სპეციალიზებული სამთო ქვეითების, ალპინის წევრებისთვის და დაარქვეს მეექვსე პოლკის მესამე კატორეს ბატალიონის ლიდერის, პოლკოვნიკ კარლო ბუფა დის სახელი.

2023 ბუფა დი პერეროს თავშესაფარი გაიხსნა მთამსვლელებისთვის და სხვა მსურველებისთვის.

saxli2-1737811032.jpg

კაცხის სვეტი, ჭიათურა - საქართველო

მართლაც უჩვეულო ადგილას აგებული კაცხის სვეტი არის წმინდა ადგილი საქართველოში.

ეს ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებულია პლანეტაზე. მისვლა მხოლოდ ფოლადის კიბით შეიძლება.

kaxi-1737810986.jpg

სახლი მდინარე დრინაზე - სერბეთი

სერბეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას დასავლეთ საზღვარზე, მდინარე დრინაზე დგას უცნაური და მშვენიერი პაწაწინა სამყოფელი.

ის ნაკლებად იყო ცნობილი გარე სამყაროსთვის, სანამ გლობალურმა საძიებო ჟურნალმა National Geographic-მა 2012 წელს ფოტო არ გამოაქვეყნა.

სახლმა მალე მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. დღეს, იზოლირებული საცხოვრებელი იზიდავს ტურისტებს, რომლებიც გაოცებულნი არიან მისი უჩვეულო გარემოთი და ზღაპრული ატმოსფეროთი.

saxli1-1737810929.jpg

თეთრი სახლი, კუნძული ელიდაეი - ისლანდია

საიდუმლოებით მოცული ერთადერთი საკუთრება კუნძულ ელიდაეიზე, ისლანდიის სამხრეთ სანაპიროზე, მდებარეობს.

როგორც ირკვევა, „მსოფლიოს ყველაზე მარტოსული სახლი“ რეალურად არ არის სახლი ტრადიციული გაგებით. ეს არის ლოჟა, რომელიც აშენდა 1950-იან წლებში ორგანიზაციის მიერ, სახელწოდებით Elliðaey Hunting Association. ეს იყო ბაზა ნადირობისთვის.

ვიზიტორთა ჟურნალის მიხედვით, იქ ათასობით ადამიანი რჩება დღემდე.

saxli-1737810896.jpg

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი