მილიარდერების დანგრეული ოცნება - როგორ იქცა მალაიზიის “სამოთხე“, ქალაქ მოჩვენებად

“ტყის ქალაქი“ სამოთხის მეტროპოლია უნდა ყოფილიყო. მისი დეველოპერები იმდენად დარწმუნებულნი იყვნენ ამაში, რომ მეგაპროექტში, რომელიც არასოდეს აყვავებულა, თავიდანვე 100 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადეს.

ქალაქი ჩინეთის უმსხვილესი ქონების დეველოპერმა Country Garden-მა შექმნა. ის ჯოჰორში, მალაიზიის სამხრეთ წვერზე, 2016 წელს გაიხსნა.

q-1737829075.jpg

თუმცა, დღეს „ზღაპრულ“ დასახლებაში მხოლოდ 9000 ადამიანი ცხოვრობს.

ალ-ჯაზირას ცნობით, ის გაშენებულია 32 კვადრატულ კილომეტრზე და 28 000 საცხოვრებელ სახლს მოიცავს.

w-1737829087.jpg

თავდაპირველად იქ 700 000 მოსახლეს დასახლება იგეგმებოდა, თუმცა მედიის ცნობით აღნიშნულ მაჩვენებელს 2035 წლისთვის მიაღწევენ.

“ტყის ქალაქი“, რომელიც ოთხ აღდგენილ კუნძულზე მდებარეობს, ჯერ კიდევ დასასრულებელია და ამას თავის მიზეზები აქვს.

r-1737829186.jpg

პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ ქალაქი სტრატეგიულად მდებარეობს ASEAN-ის (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია) ცენტრში, რომელიც მოიცავს მალაიზიას, სინგაპურს, ფილიპინებს, ბრუნეის, ინდონეზიას, ლაოსს, ვიეტნამს, კამბოჯას, ტაილანდს და მიანმარს.

BBC-ის ცნობით, „ოცნების სამოთხის ქალაქი“ გამიზნული იყო ჩინეთის შიდა ბაზრისთვის, რომელიც ადამიანებს სთავაზობდა შანსს, ჰქონოდათ მეორე სახლი საზღვარგარეთ.

მისი გასაყიდი ფასები რიგითი მალაიზიელების უმეტესობისთვის მიუწვდომელი იყო, თუმცა ჩინელი მყიდველებისთვის ეს ქონება იქნება ინვესტიცია.

რამ გადააქცია Forest City „მოჩვენებათა ქალაქად“?

„ტყის ქალაქის“ „მოჩვენება ქალაქად“ გადაქცევას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი.

გარდა კოვიდ საზღვრის შეზღუდვებისა, წარუმატებლობის ნარევს დაემატა სხვა პოლიტიკური კომპონენტები.

მათ შორის ის, რომ 2018 წელს მალაიზიამ ჩინელი მყიდველებისთვის ვიზები შეზღუდა. ამის მიზეზი მალაიზიის მაშინდელმა პრემიერ მინისტრის მაჰათირ მოჰამადს პროტესტი იყო - ის ეწინააღმდეგებოდა "უცხოელებისთვის აშენებულ ქალაქს".

ამის საპასუხოდ ჩინეთის ლიდერმა დააწესა კონტროლი იმაზე, თუ რა თანხის დახარჯვა შეუძლიათ ჩინელებს საზღვარგარეთ, იტყობინება The Guardian.

t-1737829237.jpg

დღეს დასრულებულია მთლიანი პროექტის მხოლოდ 10%.

Forest City-ს უნდა ჰქონოდა გოლფის მოედანი, წყლის პარკი, ოფისები, ბარები და რესტორნები, მაგრამ პანდემიის საზღვრის შეზღუდვამ, ისევე როგორც ყველა სხვა ზემოხსენებულმა ფაქტორმა, გამოიწვია მოთხოვნის ნაკლებობა.

y-1737829260.jpg

"მოჩვენებათა ქალაქს" ამჟამად აქვს სავაჭრო ცენტრი, მაგრამ მისი მაღაზიების უმეტესობა დახურულია.

u-1737829285.jpg

"ტყის ქალაქის" რამდენიმე მცხოვრებელმა განუცხადა სხვადასხვა მედიასაშუალებას, რომ ადგილი "საშინელია" და საცხოვრებლის დატოვება სურს.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი