ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო, 24 იანვრის ვაჭრობის შედეგად ბირჟაზე წარმოდგენილი ორი კომპანიის აქციების ფასი დაეცა, ერთის კი გაიზარდა.
როგორ შეიცვალა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები
Bank of Georgia Group PLC-ის აქციების ფასი 0.11%-ით დაეცა და ერთი აქციის ფასმა 46.30 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ახლა 2.05 მლრდ გირვანქა სტერლინგს აღემატება.
TBC Bank Group PLC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.79 მლრდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებდა. ერთი აქციის ფასი ამჟამად 33 გირვანქა სტერლინგია, რაც 2.40%-იან ზრდაზე მიუთითებს.
Georgia Capital PLC-ის აქციების ფასი 0.66%-ით დაეცა. ერთი აქციის ღირებულება ბოლო ვაჭრობის შედეგად 12 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. რაც შეეხება კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, 468.2 მლნ სტერლინგს აჭარბებდა.