საქართველოში წიწიბურას იმპორტი 17%შემცირდა. საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წელს ქვეყანაში შემოვიდა 7 270 ტონა წიწიბურა, რომლის ჯამურმა ღირებულებამაც 3.12 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2023 წელს კი იმპორტირებული იყო 8 784 ტონა წიწიბურა ჯამში 4.98 მილიონი აშშ დოლარის.
აღსანიშნავია ისიც, რომ იმპორტთან ერთად შემცირდა ფასებიც. ამ შემთხვევაში კლებამ 22.8% შეადგინა. უფრო კონკრეტულად, 2024 წელს 1 კგ-ის იმპორტი საქართველოს გადასახადების გარეშე საშუალოდ 44 ცენტი უჯდებოდა, 2023 წელს კი 57 ცენტი.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში წიწიბურას უდიდესი ნაწილის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდება. მაგალითისთვის, 2024 წელს რუსეთის წილი წიწიბურას იმპორტში 99%-ს შეადგენდა.