ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოს ბელარუსთან.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა წლიურად 21.8%-ით გაიზარდა. ბრუნვა 2024 წელს 178 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო წინა წელს 146 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.
ბრუნვაში უდიდესი წილი იმპორტზე მოდიოდა, კერძოდ, 2024 წელს ბელარუსიდან იმპორტი წლიურად 30-%-ით გაიზარდა. გასულ წელს ბელარუსიდან 141 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, 2023 წელს კი 108 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების.
განსხვავებით იმპორტისგან, საანგარიშო პერიოდში 2.4%-ით შემცირდა ქართული პროდუქციის ექსპორტი. 2024 წელს ბელარუსში ექსპორტზე გავიდა 29.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია, ხოლო 2023 წელს 30.2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების.