საქართველოში 56 ბალნეოლოგიური კურორტია - ჩამონათვალი

მთავრობამ „კურორტების შესახებ“ დადგენილება მიიღო. დოკუმენტი საკურორტო საქმიანობის სფეროში არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს და ადგენს კურორტებისა და საკურორტო ადგილების შესახებ ნუსხას.

დადგენილების თანახმად, ტერიტორიისთვის კურორტის, ან საკურორტო ადგილის სტატუსის მინიჭებისა თუ გაუქმების შესახებ მოქალაქემ კურორტების განვითარების სააგენტოს უნდა მიმართოს. თავის მხრივ, სააგენტო 30 დღის განმავლობაში განიხილავს განაცხადს და დაადგეს ტერიტორიის შესაბამისობას მოთხოვნებთან.

გარდა რიგი მოთხოვნებისა, დადგენილებით განახლდა საქართველოში არსებული საკურორტო ზონებისა და კურორტების შესახებ ინფორმაცია. დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში 56 ბალნეოლოგიური კურორტია. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:

  • აბასთუმანი (ადიგენი) - კლიმატო-ბალნეოლოგიური
  • ავადჰარა (გუდაუთა) - კლიმატო-ბალნეოლოგიური
  • ამაღლება (ვანი) - ბალნეოლოგიური
  • ასპინძა - ბალნეოლოგიური
  • ახალდაბა (ბორჯომი) - კლიმატო-ბალნეოლოგიური
  • ახალციხე - ბალნეოლოგიური
  • ბაგიათა (ჯავა) - ბალნეოლოგიური
  • ბესლეთი (სოხუმი) - ბალნეო-კლიმატური
  • ბიისი (გორი) - კლიმატო-ბალნეოლოგიური
  • ბორჯომი - ბალნეო-კლიმატური
  • ბუგეული (ამბროლაური) - ბალნეო-კლიმატური
  • გაგრა - კლიმატო-ბალნეოლოგიური
  • გორიჯვარი (გორი) - ბალნეო-კლიმატური
  • გორმაღალა (სამტრედია) - ბალნეოლოგიური
  • ვაჟას წყარო (დუშეთი) - ბალნეო-კლიმატური
  • ვარძია (ასპინძა) - ბალნეო-კლიმატური
  • ზეკარი (ბადათი) - ბალმეო-კლიმატური
  • ზვარე (ხარაგაული) - ბალნეო-კლიმატური
  • თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი
  • თეთრი წყლები (თელავი) - კლიმატო-ბალნეოლოგიური
  • თორღვას აბანო (თელავი) - ბალნეო-კლიმატური
  • კვერეთი (საჩხერე) - ბალნეო-კლიმატური
  • კინდღი (ოჩამჩირე) - კლიმატო-ბალნეოლოგიური
  • კოდიბანი (ჯავა) - ბალნეოლოგიური
  • კუსები (ტყიბული) - ბალნეო-კლიმატური
  • ლაგოდეხი - ბალნეოლოგიური
  • ლაშიჭალა (ცაგერი) - ბალნეო-კლიმატური
  • ლებარდე (მარტვილი) - კლიმატო-ბალნეოლოგიური
  • მენჯი (სენაკი) - ბალნეოლოგიური
  • მუაში (ლენტეხი) - ბალნეო-კლიმატური
  • ნაბეღლავი (ჩოხატაური) - ბალნეოლოგიური
  • ნაგუთნი (თიღვა) - ბალნეოლოგიური
  • ნასაკირალი (ოზურგეთი) - ბალნეოლოგიური
  • ნოქალაქევი (სენაკი) - ბალნეოლოგიური
  • ნუნისი (ხარაგაული) - ბალნეოლოგიური
  • საირმე (ბაღდათი) - ბალნეოლოგიური
  • სამტრედია - ბალნეოლოგიური
  • სიმონეთი (თერჯოლა) - ბალნეოლოგიური
  • სორტუანი (ონი) - კლიმატო-ბალნეოლოგიური
  • სულორი (ვანი) - ბალნეოლოგიური
  • სქური (წალენჯიხა) - ბალნეოლოგიური
  • ტყვარჩელი - ბალნეოლოგიური
  • უწერა (ონი) - ბალნეო-კლიმატური
  • უჯარმა (საგარეჯო) - ბალნეო-კლიმატური
  • ფასანაური (დუშეთი) - კლიმატო-ბალნეოლოგიური
  • ქვიშხეთი (ხაშური) - კლიმატო-ბალნეოლოგიური
  • ყანჩავეთი (ახალგორი) - ბალნეო-კლიმატური
  • სტეფანწმინდა (ყაზბეგი) - კლიმატო-ბალნეოლოგიური
  • ყვარელი - ბალნეოლოგიური
  • შოვი (ონი) - კლიმატო-ბალნეოლოგიური
  • ცაიში (სენაკი) - ბალნეოლოგიური
  • წაღვერი (ბორჯომი) - ბალნეო-კლიმატური
  • წყალტუბო - ბალნეოლოგიური
  • ხიდიკარი (ამბროლაური) - ბალნეოლოგიური
  • ხოვლე (კასპი) - ბალნეოლოგიური
  • ჯავა - ბალნეოლოგიური

იხილეთ ასევე: საკურორტო ადგილების შესახებ რეესტრი შეიქმნება - კიდევ რა წერია დადგენილებაში

მერი ტაბატაძე