ტრამპი კრიპტოვალუტის სამუშაო ჯგუფს ქმნის

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა გამოსცა ბრძანება კრიპტოვალუტის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც ციფრული აქტივების რეგულირების ახალ წესებს წარადგენს და კრიპტოვალუტის ეროვნული რეზერვის შექმნის შესაძლებლობას შეისწავლის.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ბრძანება, ასევე, კრიპტოვალუტის კომპანიებისთვის საბანკო სერვისების დაცვას ითვალისწინებს, რადგან ინდუსტრიის პრეტენზიის მიხედვით, აშშ-ის მარეგულირებლებმა კრედიტორებს უბრძანეს, კრიპტოვალუტის კომპანიებისთვის საბანკო სერვისები შეეწყვიტათ. თუმცა მარეგულირებლები ამას უარყოფენ.

ამასთან, ტრამპის ბრძანებით აშშ-ში ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების შექმნა აიკრძალა, რადგან ისინი არსებულ კრიპტოვალუტებს კონკურენციას გაუწევდნენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც კრიპტოინდუსტრია დაჟინებით ითხოვდა, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის მიერ საბუღალტრო აღრიცხვის ინსტრუქციის გაუქმებაა. ამ ინსტრუქციამ ბირჟაზე დარეგისტრირებული ზოგიერთი კომპანიებისთვის მესამე მხარის სახელით კრიპტოაქტივების დაცვა მეტად გააძვირა.

კრიპტოვალუტის ექსპერტების აზრით, თუ მარეგულირებელი ორგანოები ტრამპის ბრძანებას შეასრულებენ, ეს კრიპტოვალუტებს მეინსტრიმად გადააქცევს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ