2024 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით უცხოური ვალუტის დეპოზიტების მოცულობა 842.7 მლნ ლარით გაიზარდა, ეროვნულის ვალუტის კი 453.1 მლნ ლარით შემცირდა. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაცია 2024 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით 1.08%-ით შემცირდა და 47.23% შეადგინა.
უფრო კონკრეტულად, სებ-ის ვებგვერდზე მოცემული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ნოემბრის ბოლოსთვის კომერციულ ბანკებში ლარის დეპოზიტების მოცულობა 28.007 მლრდ ლარს შეადგენდა, დეკემბერში კი ეს მაჩვენებელი 27.554 მლრდ-მდე შემცირდა.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტას, აქ დეპოზიტების მოცულობა ნოემბრის 29.957 მლრდ ლარიდან დეკემბრის 30.782 მლრდ-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ერთ თვეში შინამეურნეობებმა, ანუ ფიზიკურმა პირებმა უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების მოცულობა 664.712 მლნ ლარით გაზარდეს. 30 ნოემბრის მდგომარეობით ამ მაჩვენებელმა 20.260 მლრდ ლარი შეადგინა, დეკემბერში კი 20.925 მლრდ.
რაც შეეხება ბიზნესს, იურიდიული პირების უცხოური ვალუტის დეპოზიტები 178 ლარით გაიზარდა და დეკემბრის მდგომარეობით 9.798 მლრდ შეადგინა, (ნოემბერში - 9.620 მლრდ ლარი).
რაც შეეხება ლარის დეპოზიტებს, აქ ანაბრების მოცულობა მცირედით გაზარდეს იურიდიულმა პირებმა. დეკემბერში ლარის ანაბრების მოცულობა შეადგენდა 13.411 მლრდ ლარს, ნოემბერში კი 13.008 მლრდ ლარს. ფიზიკური პირების შემთხვევაში კი ეროვნული ვალუტის ანაბრებმა 10.172 მლრდ ლარიდან 10.689 მლრდ ლარამდე მოიმატა.
საერთო ჯამში, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა ლარის დეპოზიტები 453.1 მლნ ლარზე მეტით შეამცირეს, უცხოური ვალუტის კი 842.7 მლნ ლარზე მეტით გაზარდეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2024 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 58.34 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 371.92 მილიონი ლარით, 0.64%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.24%-ით მეტი). დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები შემცირდა 151.99 მილიონი ლარით, ანუ 0.57%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.97%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 523.91 მილიონი ლარით, ანუ 1.67%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.27%-ით)
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 47.23% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 1.08 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.90პროცენტული პუნქტით)
დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა7.16% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.62% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.89%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.98% , ხოლო ევროს წილმა 18.60% შეადგინა.