„ბიზნესპრესნიუსი“ მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს

„ბიზნესპრესნიუსი“ სოლიდარობას უცხადებს ონლაინგამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე მე-16 დღეა საპატიმროში შიმშილობს, რაც მის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, სამედიცინო პერსონალის ჩართულობით, მკაცრ კონტროლზე აიყვანონ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას.

მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება არაპროპორციული და უსამართლოა.

ბოლო პერიოდის განმავლობაში დაგროვდა ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლის საკმაოდ ბევრი ფაქტი, რომელიც ამ დრომდე გამოუძიებელია. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ თითოეული ასეთი ფაქტი გამოიძიონ.

სოლიდარობა მზია ამაღლობელს!