Top-3 მარკა - რა მოდელის ავტომობილები დადის საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით, ბოლო მონაცემები

მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, საქართველოში 1 876 380 ავტომობილია რეგისტრირებული. რაც შეეხება მართვის მოწმობას, ამ დროისთვის ჯამში 1 657 552 პირზეა გაცემული.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის ბოლოსთვის, ყველაზე მეტი MERCEDES-BENZ-ის, TOYOTA-ს და FORD-ის კონკრეტული მარკის ავტომობილი მოძრაობდა.

უფრო დეტალურად, საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ ავტომობილების მოდელებს, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით დადის საქართველოში.

MERCEDES-BENZ -ში ყველაზე მეტია:

  • C 180 - 18 278 ერთეული
  • SPRINTER (მიკროავტობუსი) - 11 724 ერთეული
  • E 320 – 9 408 ერთეული

TOYOTA

  • PRIUS – 48 356 ერთეული
  • CAMRY – 18 936 ერთეული
  • RAV4 – 15 133 ერთეული

FORD

  • TRANSIT (მიკროავტობუსი) - 53 403
  • FUSION – 8 111 ერთეული
  • FUSION HYBRID – 5 728 ერთეული

ცნობისთვის, 2024 წლის ბოლოსთვის, ჯამში, MERCEDES-BENZ-ის მარკის 156 558 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, TOYOTA-ს 87 834 ერთეული, FORD-ის 110 670 ერთეული.

ნინი ქეთელაური