„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისთვის იზრდება შემოსავლების ზღვარი, რა შემთხვევაშიც მათი საქმიანობა არ დაიბეგრება.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობები არ ექცევიან დაბეგვრის სისტემას იმ შემთხვევაში, თუ მათი წლიური შემოსავლები 500 000 ლარამდეა. ცნობისთვის, წინა დადგენილებით ეს ზღვარი 100 000 ლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სისტემაში ექცევა ღვინისა და აგროტურისტულ საქმიანობაში ჩართული სუბიექტები, თუმცა მათთვის ზღვარი 700 000 ლარით განისაზღვრა.