ბუნებრივი აირის იმპორტი რუსეთიდან იზრდება, მეტიც, მაქსიმუმზეა, აზერბაიჯანიდან კი მცირდება. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველომ 2024 წელს რუსეთიდან 145.702 მლნ აშშ დოლარის გაზი შეიძინა, რაც 32%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 2023 წელს 110.267 მლნ აშშ დოლარის რუსული ბუნებრივი აირის იმპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, 2024 წელს საქართველომ ქვეყნისგან 254.101 მლნ აშშ დოლარის გაზი იყიდა, რაც 19%-ით ნაკლებია წინა წლის მოცულობაზე. საქსტატის მიხედვით, 2023 წელს 313.450 მლნ აშშ დოლარის აზერბაიჯანული გაზი შემოვიდა.
ზოგადად, საქართველო ბუნებრივ აირის მხოლოდ აზერბაიჯანსა და რუსეთში ყიდულობს. ჯამში 2024 წელს ქვეყანამ 3.098 მლრდ კუბური მეტრი (399.803 მლნ აშშ დოლარი) ბუნებრივი აირი შეიძინა.
სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მცირე რაოდენობით გაზი სომხეთიდანაც შემოდიოდა (რეექსპორტით), თუმცა, 2020 წლის შემდეგ იმპორტი აღარ განხორციელებულა. სამაგიეროდ, რუსეთიდან იმპორტის მაჩვენებელი 2009 წლის შემდეგ (საგარეო ვაჭრობის პორტალზე ამ პერიოდიდან ქვეყნდება), 2024 წელს მაქსიმუმზე იყო.