რომელია მსოფლიოს ყველაზე კონკურენტული ეკონომიკები - სიის სათავეში სინგაპურია

Ranking Royals-მა მსოფლიოს ყველაზე კონკურენტული ეკონომიკების შესახებ რეიტინგი განაახლა.

კონკურენტული ეკონომიკების სათავეში 100 ქულით სინგაპური მოხვდა, რომელსაც შვეიცარია 97.55 ქულით და დანია 97.07 ქულით მოსდევს.

რეიტინგში მეოთხე ადგილი ერგო ირლანდიას, რომელმაც კონკურენტული ეკონომიკებს შორის 91.86 ქულა მოიპოვა, ხუთეულს კი ხურავს ჰონგ-კონგი 91.49 ქულით.

მსოფლიოს ყველაზე კონკურენტული ეკონომიკების ათეულს შემდეგ ქვეყნები ხურავს:

  • შვედეთი - 90.30 ქულა;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 89.75 ქულა;
  • ტაივანი - 88.50 ქულა;
  • ნიდერლანდები - 86.94 ქულა;
  • ნორვეგია - 86.22 ქულა.

ცნობისთვის, კონკურენტული ეკონომიკების რეიტინგი 4 ძირითად ფაქტორს ეფუძნება: ეკონომიკური შედეგები, მთავრობის ეფექტურობა, ბიზნესის ეფექტურობა და ინფრასტრუქტურის ხარისხი.

მერი ტაბატაძე