ამ დროისთვის საქართველოში ჯამში 1 876 380 ავტომობილია რეგისტრირებული, რომელთაგან ყველაზე მეტი MERCEDES-BENZ-ის, TOYOTA-ს და FORD-ის კონკრეტული მარკის ავტომობილი მოძრაობს. ამის შესახებ მომსახურების სააგენტოსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ჩანს.
თუმცა, არსებობს კონკრეტული მანქანები, რომლებმაც საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება საკუთარი ვიზუალის გამო მიიპყრეს. ერთ-ერთი ასეთია 2024 წელს გამოშვებული TESLA CYBERTRUCK, რომელიც საქსტატის მიხედვით, ქვეყანაში მხოლოდ ერთი ერთეულია რეგისტრირებული. ამასთან, როგორც ოფიციალურად არის ცნობილი, მისი ღრებულება, სხვადასხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, 60 000 დოლარს აღემატება.
რაც შეეხება აღნიშნული ბრენდის სხვა იშვიათ ავტომობილებს, რომელიც 2024 წლის ბოლოსთვის, ქვეყანაში მხოლოდ ერთი ერთეული მოძრაობდა, ჩამონათვალი ასეთია:
ცნობისთვის, 2024 წლის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებული ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილის რეიტნგი ასე გამოიყურება: MERCEDES-BENZ C 180 მოდელი -18 278 ერთეული, TOYOTA და FORD FUSION – 8 111 ერთეული.