ჩინური AI-ის DeepSeek-ის წარმატების პარალელურად, სხვა ტექნიკური გიგანტების აქციების ფასები დაეცა

ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ინდუსტრიის ინტერესის ცენტრში გასულ კვირას ჩინური AI-ის სტარტაპ DeepSeek-ის მიერ გამოშვებული ახალი ღია კოდის მქონე R1 აღმოჩნდა. 27 იანვარს, ორშაბათს, R1-მა ჩამოტვირთვების რაოდენობით ChatGPT-ს Apple-ს გადაუსწრო.

R1 ამჟამად უფასოდ არის ხელმისაწვდომი. Bloomberg-ი წერს, რომ ახლა ამერიკის ტექნიკური გიგანტები სწავლობენ, როგორ შეძლო DeepSeek-მა წარმატებული R1-ის შედარებით ნაკლებ თანხებში შექმნა. როგორც გამოცემა წერს, არსებობს ეჭვი, რომ ჩინურმა სტარტაპმა თავის „ჩატბოტი“ დასავლური ტექნოლოგიების საფუძველზე შექმნა, წარმოების პროცესში კი გვერდი აუარა ენობრივ ბარიერს, რითაც გვერდი აუარა უზარმაზარ დანახარჯებს.

DeepSeek-ის წარმატებას გლობალურ ბაზარზე წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასის ვარდნა გამოიწვია. Bloomberg-ის ცნობით, 27 იანვარს ჯამურმა ზარალმა 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია. „როიტერსი“ წერს, რომ ყველაზე დიდი ზარალი Nvidia-მ მიიღო და დანაკარგმა 594 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც უოლსტრიტზე არსებული კომპანიების ერთდღიანი რეკორდული ვარდნაა.

Nasdaq-ის შემდეგი ყველაზე დიდი ვარდნა ჩიპების მწარმოებელ Broadcom Inc-ს ჰქონდა, რომელმაც ორშაბათი 17.4%-იანი კლებით დაასრულა. გუშინ 2.1%-ით შემცირდა ChatGPT-ის მხარდამჭერი Microsoft-ის აქციების ფასი და 4.2%-ით არის შემცირებული Google-ის მშობელი Alphabet-ის აქციები.

მერი ტაბატაძე