საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს „იშბანკი საქართველო“ დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სებ-ი ავრცელებს.
როგორც განმარტებაში ვკითხულობთ, კომერციული ბანკისთვის დაკისრებულმა ფულადმა სანქციამ 25 000 ლარი შეადგინა.
ამასთან, ეროვნული ბანკი მიზეზად აცხადებს, რომ შემოწმების პროცესში „იშბანკმა“ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სებ-ს არასწორად 5 ჯერ წარუდგინა. შედეგად, ჯამში 25 000 ლარით დაჯარიმდა.
„რეპორტალის“ მიხედვით, იშბანკი საქართველოს“ 100%-იანი წილის მფლობელია „თურქეთის იშ ბანკი“. თავის მხრივ, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სს „იშბანკი თურქეთი“-ს, 37.31% წილის მფლობელია T. İş Bankası A.Ş. Supplementary Pension Fund (Fund), 28.09% წილს ფლობდა Republican People’s Party- CHP (Atatürk’s shares), ხოლო დანარჩენი, 34.60% წილი იყო თავისუფალ მიმოქცევაში.
ამასთან, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2024 წლის მდგომარეობით, „იშბანკი საქართველოს“ დირექტორია ჰუსეინ ემრე ილმაზი.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მიმდინარე, 2025 წელს, უკვე 5 საფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა.