„ორთაჭალის ხიდის მიმდებარედ ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ მიწაზე 43-სართულიანი კომპლექსის პროექტის დამტკიცება იგეგმება“,-ამის შესახებ ინფორამაციას საკრებულოს წევრი საბა ბუაძე ავრცელებს.
მისი თქმით, საუბარია „ქართუ ფონდის“ საკუთრებაში არსებულ 25,831 კვ.მ ტერიტორიაზე, სადაც 89, 948 კვადრატული მეტრის მოცულობის კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.
როგორც საბა ბუაძე განმარტავს, ეს სატრანსპორტო და ურბანული თვალსაზრისით ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება დედაქალაქისთვის.
„პოლიტპატიმრების და ქართველი ხალხის მძევლად აყვანის პარალელურად, ივანიშვილი აგრძელებს გამდიდრებას ჩვენი ქალაქის ხარჯზე.
დღეს, საკრებულოს სხდომაზე გამოდის პროექტი, რომლითაც ორთაჭალის ხიდის მიმდებარედ ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ მიწაზე 43 სართულიანი კომპლექსის პროექტის დამტკიცება იგეგმება.
საუბარია „ქართუ ფონდის“ საკუთრებაში არსებულ 25,831 კვ.მ ტერიტორიაზე, რომელი მდებარეობს ორთაჭალის ხიდის მიმდებარედ. ამ ტერიტორიაზე იგეგმება 89, 948 კვადრატული მეტრის მოცულობის უზარმაზარი კომპლექსის მშენებლობა, რომელიც სატრანსპორტო და ურბანული თვალსაზრისით ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება ჩვენი ქალაქისთვის.
ამ მასშტაბის მშენებლობა ორთაჭალის ხიდის გვერდით, გაუვალს გახდის, როგორც ორთაჭალის ხიდს (რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კავშირია), ისე მტკვრის სანაპიროს, რომელიც ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანია.
შეგახსენებთ, რომ მხოლოდ 2024 წელს უძრავი ქონების პროექტების დამტკიცებით და რეალიზაციით ივანიშვილმა თითქმის 200 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო“, - წერს საბა ბუაძე.