ბათუმში სასტუმრო Best Western Premier Batumi 26 მლნ დოლარად იყიდება

ბათუმში სასტუმრო Best Western Premier Batumi 26 მლნ დოლარად იყიდება - ამის შესახებ ინფორმაცია SS.GE-ზე გამოქვეყნდა.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, სასტუმრო 14 სართულისგან შედგება. სასტუმრო არის 5-ვარსკვლავიანი 104 ნომრით და 2100 კვ.მ კაზინოთი.

სასტუმროში დამატებით მოწყობილია:

  • 1) შიდა აუზი ტერასით;
  • 2) საუნა;
  • 3) სამასაჟე ცენტრი;
  • 4) იოგას ოთახი;
  • 5) სატრენაჟორო დარბაზი
  • 6) 2 საკონფერენციო ოთახი
  • 7) ბარ-ლაუნჯი

ამასთან, სასტუმროს მეცამეტე სართულზე განთავსებულია რესტორანი პანორამული ხედებით ზღვაზე. სასტუმროს სრული ფართი 11000+ სასტუმრო სეზონზე დატვირთულია 100% ით. არასეზონზე საშუალოდ 45-60%“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, სასტუმრო 2019 წელს გაიხსნა, ის ამერიკული საერთაშორისო ბრენდის “Best Western Hotels & Resorts”-ის ფრენჩაიზია. თავდაპირველად სასტუმროში 14 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო.

“Best Western Hotels & Resorts” არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სასტუმრო ქსელი. კომპანიის თავისი არსებობის განმავლობაში ის 100-ზე მეტ ქვეყანაში 4500-ზე მეტ სასტუმროს ითვლის.