აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კომპანია Microsoft ვიდეოაპლიკაცია TikTok-ის შესაძენად მოლაპარაკებებს მართვას.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
პრეზიდენტის თქმით, მას სურს, იხილოს ბრძოლა პოტენციურ მყიდველებს შორის.
Microsoft კომენტარზე უარს ამბობს, Reuters-ს არც TikTok-სა და მის მშობელ კომპანია ByteDance-ში არ უპასუხეს.
ცნობისთვის: 19 იანვარს ძალაში შევიდა კანონი, რომელიც პლატფორმის ჩინურ მფლობელ ByteDance-ს თავისი ამერიკული ბიზნესის გაყიდვას ავალდებულებს. 18 იანვარს აშშ-ის მომხმარებლებისთვის TikTok გაითიშა, თუმცა სერვისი ტრამპის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე აღდგა. 20 იანვრის ინაუგურაციისას ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას და გაყიდვის შესახებ კანონის ამოქმედება 75 დღით გადადო. TikTok-ს აშშ-ში, დაახლოებით, 170 მლნ მომხმარებელი ჰყავს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ