რა ფერის ავტომობილებია საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი - ბოლო მონაცემები

მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 876 380 ავტომობილია რეგისტრირებული. ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, ამათგან ყველაზე მეტი MERCEDES-BENZ-ის, TOYOTA-ს და FORD-ის კონკრეტული მარკის ავტომობილი მოძრაობს.

უფრო დეტალურად, 2024 წლის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებული ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილის რეიტინგი ასე გამოიყურება: MERCEDES-BENZ C 180 მოდელი -18 207 ერთეული, TOYOTA priuc 48 356 და FORD FUSION – 8 111 ერთეული.

ამასთან, 2024 წლის ბოლოსთვის, ჯამში, MERCEDES-BENZ-ის მარკის 221 106 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, TOYOTA-ს 197 651 ერთეული, FORD-ის 175 398 ერთეული.

რაც შეეხება ფერებს, რომელიც საქართველოში ყველაზე მოთხოვნადია, პირველ სამ ადგილს, რუხი, თეთრი და შავი ავტომობილები იკავებს.

კერძოდ, 2024 წლის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებული იყო 479 340 რუხი მანქანა, 406 555 თეთრი და 260 204 შავი ავტომობილი.

ამასთან, საკმაოდ ბევრია ლურჯი, წითელი და მწვანე ფერის ავტომობილები.

მათი გადანაწილება რაოდენობის მიხედვით ასეთია:

  • ლურჯი - 229 330 ერთეული
  • წითელი - 138 032 ერთეული
  • მწვანე - 104 038 ერთეული
  • ყვითელი - 65 835 ერთეული
ნინი ქეთელაური