„ლილოს“ ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს - თემურ მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, „ლილოს“ ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, დამწვარია, როგორც სასაწყობო ფართი, ასევე მაღაზიები.

„ამ დროისთვის „ლილოს“ ბაზრობაზე, დაახლოებით, 5 ათასი კვადრატული მეტრია დამწვარი - როგორც სასაწყობო ფართი, ასევე მაღაზიები. 120-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, 22 სახანძრო ავტო ცისტერნა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, - განაცხადა მღებრიშვილმა.