ბათუმში Express Bank-ის სერვისცენტრი გაიხსნა

ბათუმში Express Bank-ის სერვისცენტრი გაიხსნა. "საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, ყველაზე მარტივი ბანკი Express Bank-ი ქვეყნის მასშტაბით სერვისცენტრების ქსელის გაფართოებას განაგრძობს. ახალი Express Bank-ის სერვისცენტრი ქალაქ ბათუმში თამარ მეფის გზატკეცილზე გაიხსნა. Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს საშუალება აქვს, მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express სესხით, Express ანაბრით და ახლა უკვე Express Card-ზე სრულიად ახალი ფუნქციით - ბანკის მიერ დამტკიცებული 1000 ლარამდე საკრედიტო ლიმიტით.

"Express Bank-ის ივლისის თვის შეთავაზება შემდეგში მდგომარეობს: 31 ივლისის ჩათვლით ის, ვინც აიღებს განახლებულ Express Card-ს, საჩუქრად გადაეცემა 1000 Express ბონუს ქულა. Express Bank-ი მომხმარებელს ყოველთვიურად შესთავაზებს მისთვის საჭირო, საინტერესო და მარტივ შეთავაზებებს. საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 100-ზე მეტ სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს", - ნათქვამია განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურებასთან დაკავშირებით, მსურველს შეუძლია ეწვიოს შემდეგ ვებგვერდს - www.expressbank.ge.