თბილისის მერია ვაკეში გზის რეაბილიტაციაზე 10.2 მლნ ლარს დახარჯავს

თბილისი მერია ვაკეში გზის რეაბილიტაციაზე ჯამში, 10.2 მლნ ლარს დახარჯვას. შესაბამისი ტენდერი 2 ლოტად უკვე გამოცხადებულია.

უფრო კონკრეტულად, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, ვაკის რაიონში, ჩოლოყაშვილის გამზირის სარეაბილიტაციო (ილია ჭავჭავაძის გამზირიდან ფეხბურთის ფედერაციამდე) სამუშაოების შესრულების ვადად 3 თვეა (90 კალენდარული დღე) გათვალისწინებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 972 529 ლარს შეადგენს.

აღნიშნულ მონაკვეთზე წინადადებების მიღება 2 თებერვალს დაიწყება და 5 დღეში, 7 თებერვალს დასრულდება.

რაც შეეხება მეორე ლოტს, ჩოლოყაშვილის გამზირის რეაბილიტაციას ფეხბურთის ფედერაციიდან ვაკის სასაფლაომდე ტერიტორიას მოიცავს.

აქაც, წინადადებები 2 თებერვლიდან 7 თებერვლამდე პერიოდში მიიღება. რაც შეეხება პროექტის სატენდერო ღირებულებას, 5 243 500 ლარია.

ამასთან, სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 3 თვის ვადაში უნდა შეასრულოს.

ნინი ქეთელაური