200 ბრიტანული კომპანია ოთხდღიან სამუშაო კვირაზე მუდმივად გადადის, რაც ყველა მათ მუშახელს ანაზღაურების დაკარგვის გარეშე შეეხება.
ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
გამოცემის შეფასებით, ეს დიდ ბრიტანეთში სამუშაო კვირის გადახედვის კამპანიაში უახლესი ეტაპია.
ამ კომპანიებში 5,000-ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული. მათ შორის ყველაზე მეტი საქველმოქმედო ორგანიზაცია, ასევე, მარკეტინგული და ტექნოლოგიური კომპანიაა.
ოთხდღიანი სამუშაო კვირის მომხრეები აცხადებენ, რომ ხუთდღიანი სამუშაო კვირა წინა ეკონომიკური ეპოქის “ნაბახუსევია.”
4-დღიანი კვირის ფონდის (4 Day Week Foundation) განცხადებით, “ოთხდღიან სამუშაო კვირაში ადამიანებს 50%-ით მეტ თავისუფალ დრო აქვთ, რაც მათ საშუალებას აძლევს, უფრო ბედნიერად და სრულყოფილად იცხოვრონ.”
ახალ რეჟიმზე გადასვლაში ყველაზე მეტი ენთუზიაზმით ლონდონში დაფუძნებული კომპანიები გამოირჩევიან, რომელთა საერთო რაოდენობაც 200-დან 59-ს შეადგენს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ