„ყველა ელექტრონული მომსახურება დროებით მიუწვდომელი იქნება“ - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს

„ყველა ელექტრონული მომსახურება დროებით მიუწვდომელი იქნება,“ - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოებიდან გამომდინარე, 1-ელ თებერვალს 20:00 საათიდან 21:30 საათამდე, შემოსავლების სამსახურის ყველა სისტემა/ელექტრონული მომსახურება (www.rs.ge; https://eservices.rs.ge/) დროებით იქნება მიუწვდომელი

გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია, მითითებულ თარიღში, თქვენთის აუცილებელი სერვისების/მახასიათებლების გამოყენებისას.

შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის,“ - აღნიშნულია განცხადებაში.