2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.4 მილიონს მიაღწია, რაც 5.4%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 5.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 9.0%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
რაც შეეხება ქვეყანაში შემოსვლის მიზანს, მონაცემების თანახმად, 2024 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი 51.9% განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის დანიშნულებით.
ამასთან, საქსტატის მიხედვით, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში. კერძოდ: