რომელ უწყებას რამდენი ავტომობილი ემსახურება - აუდიტის მონაცემები

სახელმწიფო უწყებების ნაწილი არ ასაჯაროვებს მათ დაქვემდებარებაში რამდენი ავტომობილია. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის „ბიუჯეტის მონიტორის“ ანგარიშიდან ჩანს. ერთთ-ერთი ასეთი, შინაგან საქმეთა სამინისტროა.

მსგავსი შემთხვევების გამო, ჯამურად რამდენი მანქანაა სახელმწიფო უწყებების ბალანსზე, უცნობია, თუმცა ძირითად შემთხვევაში ინფორმაცია მაინც ხელმისაწვდომია.

ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 6 თვის მდგომარეობით, ავტომობილების რაოდენობით გამოირჩეოდა საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და თავდაცვის სამინისტროები.

უფრო კონკრეტულად, „ბიუჯეტის მონიტორზე“ დაყრდნობით, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას სახელმწიფო უწყებების, ძირითადად პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სამინისტროების ბალანსზე არსებული ავტომობილების რაოდენობის შესახებ:

  • პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 76 ავტომობილი
  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 3 ავტომობილი
  • მთავრობის ადმინისტრაცია - 18 ავტომობილი
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 12 ავტომობილი
  • ფინანსთა სამინისტრო - 78 ავტომობილი
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 70 ავტომობილი
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 152 ავტომობილი
  • იუსტიციის სამინისტრო - 84 ავტომობილი
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 63 ავტომობილი
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 479 ავტომობილი
  • თავდაცვის სამინისტრო - 160 ავტომობილი
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - აუდიტის სამსახურს ინფორმაცია არ მიაწოდა
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 263 ავტომობილი
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 128 ავტომობილი
  • კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 33 ავტომობილი
ნინი ქეთელაური