საქართველოსა და მალდივების რესპუბლიკის მთავრობების წარმომადგენლობებისთვის შესაძლოა, უვიზო მიმოსვლა ამოქმედდეს. ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია საუბარი.
უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საქართველოსა და მალდივების მთავრობებს შორის მოლაპარაკება იწყება. საქმე ეხება, დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის, ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლებას.
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნოტების გაცვლის გზით, გაიმართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და მალდივების რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით“,- აღნიშნულია განკარგულებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის (და პირიქით) მალდივებზე სავიზო რეჟიმი მოქმედებს.